საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
“14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.