კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე იყო

​გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე იყო,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ წერს და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს ეხმიანება.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, – წერს კლერ ოლბლესი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები