ჯონათან ჯანოგლი: რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც შედეგად ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციის 12 წლისთავი აღინიშნება დღეს. რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად“, – წერს ჯონათან ჯანოგლი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები