„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ – მელანო ჯელაძის გამოფენა

 7-8 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი იქნება მელანო ჯელაძის ნამუშევრები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მარათონის – „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ ფარგლებში გაიმართება.
მხატვარი ერთი მხრივ ეხმაურება აქტუალურ საკითხებს, სოციალურ პრობლემებს, მაგრამ ეს თემები სინამდვილეში მჭიდროდაა გადაბმული ისეთ მნიშვნელობის საკითხებთან როგორიცაა დაბადება, სიცოცხლე, გარდასახვა, თვითშემეცნება…
„ნამუშევრების შინაარსი მრავალფეროვანია, რასაც ისიც განაპირობებს, რომ სხვადასხვა დროსაა შექმნილი. გარემო, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, არარეალურია და ნაწილობრივ იმ აბსურდის გამოხატვის მცდელობაა. რაც ზოგჯერ თან ახლავს სიცოცხლეს. წარმოსახვითი სივრციდან ამოსული ფორმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავადაც წარმოსახვითი და კონკრეტულობას მოკლებულია, ვერ ახერხებენ ბოლომდე გათავისუფლებას და გარემოსთან ერთად მუდმივად განიცდიან ცვლილებასა და ტრანსფორმაციას. სწორედ თემატიკა და კონკრეტული ინტერესი განსაზღვრავს ნამუშევრების ფორმას და სტილსაც, რომელიც რთულია დააკავშირო რაიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან. თავად ავტორი აღნიშნავს, რომ ეს განპირობებულია იმ ძიებებით, ანალიზით და კითხვებით, რომლის ვიზუალურ გამოხატულებასაც ზოგადად მისი ნამუშევრები წარმოადგენენ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 აგვიტოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნება ოთხდღიანი სახელოვნებო მარათონი – „ლიტერატურა სოლიდარობისთვის”, სადაც გაერთიანებულია ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა და თეატრი.

18 საათიდან დან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში  გამოიფინება: ნინო ჩიფჩიურისა და მელანო ჯელაძის ნამუშევრები.

მის: ჩუბინაშვილის ქ. 22.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები