მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ორზე ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით კვლევა მიმდინარეობს
“კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, მათგან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია. 2 ახალ შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 81,8 %-ს შეადგენს, ხოლო კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 81,8 %,-ს შეადგენს.
9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, მათგან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია. 2 ახალ შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით კვლევა მიმდინარეობს.
ჩვენს ცენტრში 38 პაციენტი მკურნალობს. ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია, ფასდებიან საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.