გიორგი გახარია: ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ეპიდემიის გავრცელების რისკებს აკონტროლებს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს ეპიდემიის გავრცელების რისკებს აკონტროლებს.

“ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ეპიდემიის გავრცელების რისკებს აკონტროლებს. თუმცა, ასევე, ნათელია, რომ ვირუსი არსად  წასულა. ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ უამრავი ქვეყანა მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს. თავიდანვე ვამბობდით, რომ მთავარია ამ ბრძოლაში გამარჯვება ორ ფრონტზე – პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამასთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები