თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

“ბაჩანა ლობჟანიძე ჩვენთან სახლში ერთხელ იყო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“.
„ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან, სახლში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები