გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამუშაოები, 3 აგვისტოს მდგომარეობით

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებებისა და ქმედებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„2020 წლის თებერვალში სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, მარტში განხორციელებული საველე მისიის შემდეგ ეროვნულმა სააგენტო დარგის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, კედლის მხატვრობის არსებული მდგომარეობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზების კვლევის მიზნით, ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც:

• ჩატარდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და სამხრეთ კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობების მდგომარეობის ანალიზი; განისაზღვრა ისტორიულად დაზიანებული და აქტიური დაზიანების მქონე არეები; აღინუსხა დაზიანების ტიპები და განისაზღვრა დაზიანების აქტივიზაცის პროცესი;

• შესწავლილ იქნა ფასადებისა და ინტერიერის მდგომარეობა და დადგინდა მათ შორის ურთიერთკავშირი;
• გამოვლინდა 2013-2019 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მოწყობილ გადახურვებზე, 2020 წელს დაფიქსირებული ხარვეზების შედეგად კედლის მხატვრობის დაზიანებული მონაკვეთები;
• მიმდინარეობს დაზიანებული ფრაგმენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მათ შორის გამომარილებულ მონაკვეთებზე მარილის ნაწილობრივი მოხსნა.

2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისა და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა მონიტორინგის ოთხი მისია და შემუშავდა შესაბამისი ანგარიშები/რეკომენდაციები; ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად, შემსრულებელ კომპანიას განესაზღვრა გამოსასწორებელი ღონისძიებები და მათი ხარისხიანი და დროული შესრულების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი. ეროვნული სააგენტოს დონეზე გრძელდება გეგმური მონიტორინგი და გამოსასწორებელ ღონისძიებებზე ზედამხედველობა.
3 აგვისტოს მდგომარეობით:

დასრულებულია:
• დაზიანებულ მონაკვეთებზე დროებითი ე.წ. „ტენტის“ გადახურვის მოწყობა;
• ახალი, ჩასანაცვლებელი კრამიტების ნიმუშების დამზადება.
მიმდინარეობს:
• ხარაჩოსა და პერმანენტული დროებითი გადახურვის მოწყობა;
• გარემო პირობების მონიტორინგის სისტემის მოწყობა;
• ჩასანაცვლებელი კრამიტების ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება და ექსპერტიზა მის გამძლეობასა და კირ-დუღაბის ხსნარზე მისი მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით;
• კრამიტის დაზიანების მიზეზის დადგენა, შესაბამისი ექსპერტიზის, ლაბორატორიული კვლევისა და მათი ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დადგენისა და შეფასების გზით.
ხარაჩოების მოწყობის შემდეგ უნდა დაიწყოს:
• დაზიანების წყაროს იდენტიფიკაცია შესაბამისი კვლევებისა და ზონდირების მეშვეობით;
• დაზიანებების გავრცელების იდენტრიფიცირება (მათი გრაფიკული და ტექსტური დოკუმენტირებით) და შესაბამისი ჩარევების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და ნებართვის მოპოვება და სამუშოების წარმოება სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად;
• ექსპერტიზის მიერ დადებითად შეფასებული ნიმუშების მიხედვით ახალი, ჩასანაცვლებელი კრამიტების დამზადება.
• „თეთრი“ კერამიკით დამზადებული კრამიტების ახლით ჩანაცვლების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ნებართვის მოპოვება და სამუშოების წარმოება სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა და ქმედების დასრულების შემდეგ/პარალელურად დღის წესრიგში დადგება კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საჭიროება, ასევე, წყალგადამყვანი სისტემის შემუშავებისა (საპროექტო დოკუმეტნაციის შემუშავება მიმდინარეობს) და მოწყობის საჭიროება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები