რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლით გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ინდუსტრიის მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უაღრესად დაბალ ნიშნულზეა. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ასეთი შუქი გვირაბის ბოლოს მაინც გამოჩნდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.