ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – არიან დაშავებულები და გარდაცვლილი

ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები