პუტინი: ისინი, ვინც რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა, კვლავ დაბრუნდებიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც პოლიტიკური ზეწოლის გამო რუსეთთან ურთიერთობა შეწყვიტა, თანამშრომლობას დაუბრუნდებიან.
„დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ტოვებენ ჩვენი ურთიერთქმედების ეტაპს, დაბრუნდებიან. ბევრი, ვიმეორებ, ჯერ კიდევ მუშაობს და ბევრიც დაბრუნდება“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის მუშაკებთან შეხვედრაზე.