გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში შადრევნების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში შადრევნების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაფხულის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება შადრევნების აუზები.

“ამჯერად დასუფთავდა სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერსა და შიოს წყაროსთან არსებული აუზები.
სკვერებში განახლდა დაზიანებული სკამები.
სამწუხაროდ, დასასვენებელ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები ხშირად ფიქსირდება.
ზაფხულის ცხელ დღეებში, დილის საათებში, ქალაქის ქუჩები, სპეციალური მანქანების საშუალებით, წყლის ჭავლით ირეცხება.

უხვი ნალექის დროს, გარკვეული სირთულეების თავიდან ასარიდებლად, სუფთავდება სანიაღვრე არხები. სტიქიურად დაყრილი ნარჩენებისგან იწმინდება სხვადასხვა ლოკაციები. მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები