ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპზე დაკისრებული 500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფინანსური თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.
ტრამპმა თაღლითურად გააზვიადა მისი ქონება და საკუთრებების ღირებულება ოჯახური ბიზნესის გასაძლიერებლად.
ტრამპი დანაშაულს უარყოფდა, ხოლო მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ბიზნესპარტნიორებისა და გამსესხებლებისთვის მიცემულ ანგარიშგებებში ნებისმიერი შეცდომა უმნიშვნელო იყო, რადგან შედეგად არავინ დაშავებულა.
ტრამპის იურიდიული გუნდი გადაწყვეტილებას „სამართლიანობის გამარჯვებად“ აფასებს.