მარიამ ხაჭვანის ფილმი – „კაცების მიწა“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია
სარაევოს 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო – „სარაევოს გული“ – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში გადაეცა მარიამ ხაჭვანის ფილმს „კაცების მიწა“.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ქართველ რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებას.