ოზურგეთში, 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლს სანადირო თოფით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ ქაქუთში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე ექპერტ-კრიმინალები მუშაობენ.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა -109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.