ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა

ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ქალბატონმა, ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ თუ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა, ამის და მიუხედავად როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხებოდა.

„მაკკეინის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორი, როდესაც ერთ-ერთ მედიას ინტერვიუს აძლევდა, მან დაუფარავად თქვა – კი, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან. მერე რა, რომ რამდენი ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ეს არის მათი შეხედულება.

ასევე, ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელია ამ ორგანიზაციის, ნუ დაგვავიწყდება 2024 წლის არჩევნებამდე გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რომ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის და მიუხედავად, თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები