Politico: ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად დიდწილად რუსეთის პირობებით დადებული შეთანხმების მიღება მოუწევს
გამოცემა Politico, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით – რუსეთსა და უკრაინას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები „რუტინად“ იქცა.
„[აშშ-ის] პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, საჯაროდ აწარმოებს მოლაპარაკებებს უკვე გარკვეული დროის განმავლობაში. მისი პოზიციის შესახებ ინფორმირებული სამი ადამიანის თქმით, ის კვლავაც თავს იკავებს ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და ევროპელ მოკავშირეებზე უფრო მეტი ბერკეტი აქვს.
ის დიდი ხანია მიიჩნევს, რომ ომში რუსეთს უპირატესობა აქვს. უკრაინა, თავის მხრივ, იარაღსა და დაზვერვის მონაცემებზე ამერიკაზეა უმეტესად დამოკიდებული“, – წერს Politico თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.