აშშ-ში ფრენის დროს თვითმფრინავს ფრთის ნაწილი ჩამოვარდა
„ნიუსვიკის“ ცნობით, აშშ-ში, „დელტა ავიახაზების“ Boeing 737-ის ფრთის ნაწილი ფრენის დროს მოწყდა.
„რეისი 1893, Boeing 737, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტიდან ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავდა, როდესაც მგზავრებმა შენიშნეს, რომ ფრთის ნაწილი მოწყდა“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
თვითმფრინავში 62 ადამიანი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავიაკომპანიამ „ნიუსვიკს“ განუცხადა, რომ თვითმფრინავის ოსტინში რუტინული დაშვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარცხენა ფრთის ფარის ნაწილი არ იყო დამონტაჟებული. თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურების მიზნით ექსპლუატაციიდან ამოიღეს.