მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას საქმეზე: პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ

“ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ”, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხებოდა.

ცქიტიშვილის თქმით, მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს.

„წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს. ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები