საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი ადამიანი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები