ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსახლოებას მიმართა.

“კვირა” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო თანამემამულეებო! მოგმართავთ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. ქვეყნის ხელმძღვანელობა შექმნილ მძიმე ვითარებას ათვითცნობიერებს. გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის გამო. მაგრამ გამოვდივართ იქედან, რომ სახელმწიფოსთვის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობაზე მეტი ფასეულობა ვერ ექნება.

ცალმხრივად რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გახსნა შეუძლებელია. აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსულ მხარესთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. უახლოეს დროში გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ყველა ზომას იღებს, რომ მოქალაქეებისთვის ეპიდემიის შედეგები იყოს მინიმიზირებული. პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი ყველა საკითხის მოგვარება, რომელიც კორონავირუსისგან მოქალაქეების დაცვას შეეხება. დაგვიანებით, მაგრამ ხელფასები და პენსიების გაიცემა.

მეგობრებო! ჩვენს ისტორიაში რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ აფხაზი ხალხი გონიერებას იჩენდა, გამძლეობას და მძიმე ვითარებებიდან ღირსეულად გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე მოხდება. გთხოვთ, ძვირფასო თანამემამულეებო, მოთმინება გამოიჩინოთ. ვიფიქროთ უფროსების ჯანმრთელობაზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ექიმებს, რომლებიც საშიშ დაავადებასთან ბრძოლაში პირველ ხაზზე არიან.

ძვირფასო მეგობრებო! გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ! მთავარია მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება! ეს ყველაფერზე მაღლა დგას! ეკონომიკურ და სხვა სახის საკითხებს, რასაკვირველია, მოვაგვარებთ, ძალების გაერთიანებით! მადლობას გიხდით, გაგებისთვის!”, – განაცხადა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები