ფიცო: უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს

ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს.

ევროკომისიის წინადადება, რომელზეც ფიცო საუბრობს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფას შეეხება.

ფიცომ ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.

“ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია. არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები