ლიტერატურული პრემია „მუზას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ საკონკურსო ნომინაციებში:
ნომინაცია – წლის საუკეთესო რომანი
* თეა კბილაშვილი — „გარდაცვალება გაღვიძებამდე“
(გამომცემლობა „მწიგნობარი“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო პროზაული კრებული
* ცირა ყურაშვილი — „მეწამული მაგნოლია“
(გამომცემლობა „მერიდიანი“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო პოეტური კრებული
* ლია სტურუა — პოეზია
(„შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე
* ლევან ბრეგაძე — „განრიდება“
(პუბლიკაცია — „ლიტერატურული გაზეთი“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა)
* ლაშა ბაბილუა — „განგაშის იავნანა“
(გამომცემლობა „კალმოსანი“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო თარგმანი
* რუსუდან ღვინეფაძე — ელიას კანეტი, „დაბრმავება“
(გამომცემლობა „სიესტა“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია
* ამირან გომართელი — „დაფარულსა გავაცხადებ“
(გამომცემლობა „უნივერსალი“)
ნომინაცია – წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება
* ნინია სადღობელაშვილი — „ფსიქოტროპი“
(„შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა“)
* ზურაბ კანდელაკი — ორი პიესა
(გამომცემლობა Leonardo)
ნომინაცია – წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი
* ნანა ყაულაშვილი — „ამბავს გეტყვი“
(გამომცემლობა „სეზანი“)
ნომინაცია – „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი“ ტარიელ ხარხელაური
სიმბოლურად, „მუზა“ გადაეცა მუსიკოსსა და მწერალს მანანა მენაბდეს (1948-2025), ავტობიოგრაფიული რომანისთვის „ფრენის დღე − ორშაბათი“ („შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა“).
კონკურსის მიზანია:
* ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;
* საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
* ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
* ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
სახელმწიფო პრემია „მუზა“ 2021 წელს კულტურის სამინისტრომ დააფუძნა და მის სიმბოლოს მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები