ამირან გამყრელიძე: საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების თითქმის 99 % გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების თითქმის 99 % გამოჯანმრთელდა.

“დღეს წარმოდგენილ იქნა ჩვენი მონაცემები, რომ გვაქვს თითქმის 99, 98.8 % განკურნების ეფექტი იმ 70 000 ადამიანში, რომელსაც ჩვენ ვუმკურნალეთ. ყოველ წელს ამ დღეს “ცე” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვაჯამებთ და ახალ ამოცანებს ვსახავთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები