ვინ გამოარჩიეს სინოდის სხდომაზე – საპატრიარქო კანდიდატები ცნობილია

წმინდა სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსებმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხმები შემდეგნაირად განაწილდა:

მეუფე შიო – 20 ხმა;
მეუფე იობი – 7 ხმა;
მეუფე გრიგოლი – 7 ხმა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა მოგვიანებით გაფართოებულ სხდომაზე გაიმართება. თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები