თამარ ბაჩალიაშვილის დედა: შეიძლება ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ

“ჩემს შვილს იმხელა ამბიციური გეგმები, იმხელა პოტენციალი ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, მან ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ.

“ჩემს შვილს იმხელა ამბიციური გეგმები, იმხელა პოტენციალი ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა. თვითმკვლელობამდე მიყვანას არ გამოვრიცხავ, მაგრამ უაზროდ რომ თავი მოეკლა ჩემს შვილს, ამას სასტიკად გამოვრიცხავ. თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც იმიტომ, რომ ისე იყო მოწყენილი, სულ რაღაცას ჩაჰკირკიტებდა ბოლო ერთი თვის მანძილზე, არ ვიცი რას. ფაქტია, რომ კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ სხვა რაღაც, შეიძლება ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ. თავის კომპიუტერს არასოდეს ტოვებდა სახლში, დიდი ხნით რომ გასულიყო 4-5 საათით მაინც, სულ თან დაჰქონდა“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები