გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კობაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მოკლეთ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.

მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე… “,- წერს კობაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები