ირაკლი შონია გიორგი გახარიაზე: საქართველოს გაუმართლა,რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში

“საქართველოს გაუმართლა,რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ირაკლი შონია სოციალურ ქსელ facebook-ში წერს.

მან კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო ცენტრის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებს, რომელთაც თავიანთი სამყარო აქვთ, სჭირდებათ სულ სხვა მიდგომა, უფროსებთან ურთიერთობით პოზიტიური განწყობისა და მათთვის დადებითი გარემოს შექმნა. ყველაზე მეტად ეს გიორგი გახარიას გამოუვიდა.

“საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში გახსნა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო ცენტრი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებულია ბავშვთა მკურნალობასა და შემდგომ სარეაბილიტაციო მუშაობაზე… გარდა პროფესიონალი მედპერსონალისა და მათი სამსახურებლივი საქმიანობისა, ბავშვებს, რომელთაც თავიანთი სამყარო აქვთ, სჭირდებათ სულ სხვა მიდგომა, უფროსებთან ურთიერთობით პოზიტიური განწყობისა და მათთვის დადებითი გარემოს შექმნა. გუშინ ყველაზე მეტად ეს გამოუვიდა გიორგი გახარიას თავისი ადამიანობით, სიკეთითა და ჰუმანურობით!
ერთს ვიტყვი – საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი წინამძღოლი გამოუჩნდა სახელმწიფოს სათავეში!
ექიმმა ცერცვაძემ პანდემიასთან ბრძოლის “ტროიკა” – გამყრელიძე, იმნაძე და შემდგომ საკუთარ თავი დიუმას პერსონაჟებს “სამი მუშკეტერიდან” ათოს, პორთოსსა და არამისს შეადარა, ზოლო გიორგი გახარია დარტანიანს…მართლაც, ზოგჯერ ექიმმაც უნდა გადაუხვიოს მედიცინის სფეროზე საუბარს და სულ სხვა კონტექსტით დაინახოს ადამიანები!
წარმატებები ქართველ ექიმებს!
წარმატებები საქართველოს პრემიერს!”, – აღნიშნა ირაკლი შონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები