ამირან სალუქვაძე: აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი უკვე მეოთხე წელია, კეთდება

“აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი უკვე მეოთხე წელია, კეთდება. ისევაა ხაზგასმული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სახელმწიფოთაშორის, მაღალი დონის ურთიერთობებზე მიუთითებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  რაიმე ეჭვების შემთხვევაში, რაიმე ეჭვების შემთხვევაში საქართველოს კურსთან ან სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხმაური იყო, არავის მოერიდებოდნენ.

“რაიმე ეჭვების შემთხვევაში საქართველოს კურსთან ან სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხმაური იყო, არავის მოერიდებოდნენ.
ასე რომ, ვინც ცდილობს, ასეთ აქტებში საქართველოს, მისი ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩანაწერები შეიტანოს, პოლიტიკურ ხარაკირს იკეთებს. ახლა “მისასალმებელიას” ძახილი აღარაა გულწრფელი, არც – აქტუალური”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები