თამაზ ჩიხლაძე – ლია მუხაშავრიას: სირცხვილია ქალბატონო ლია, ბოლომდე სიმართლეს რომ არ ამბობთ!

“ქალბატონი ლია მუხაშავრია მიწასთან ასწორებს საგამოძიებო სამსახურს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, სირცხვილია ქალბატონო ლია!”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი თამაზ ჩიხლაძე და იურისტს, ევროსასამართლოს ექსპერტს ლია მუხაშავრიას კითხვით მიმართავს – “თავად მას თუ აკმაყოფილებს საკუთარი პროფესიონალიზმი”.

თამაზ ჩიხლაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ქალბატონი ლია მუხაშავრია მიწასთან ასწორებს საგამოძიებო სამსახურს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე სათანადოდ არ იქნება გამოძიებული. ასეთი მიდგომა მეგობრებო არის ტენდენციური და აი რატომ.

დიახ, სააკაშვილის პერიოდში სამართლის სისტემა კატასტროფულად იქნა დაზიანებული – ჯერ ერთი, რომ გახდა სრულიად პოლიტიზებული და შემდეგაც ყველა საქმის გამოძიება მიმდინარეობდა არა ბრალის დამტკიცების კუთხით, არამედ ბრალის აღიარების მიმართულებით, როგორც სტალინის პერიოდში, რამაც გამოძიების კვალიფიკაციის პროცესი ჩიხში მოაქცია, პროფესიონალიზმის მოთხოვნილებამ გადაინაცვლა უკანა პლანზე.

დიახ, “ოცნებას” წილად ერგო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი სისტემური ხასიათის პრობლემები ჰქონდა, მათ შორის ყველაზე ცუდი სამართლის კუთხით. ზოგადად ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება დიდი დრო და დიდი ძალისხმევა.

ერთი ვკითხოთ, ქალბატონ ლიას, თავად მას თუ აკმაყოფილებს საკუთარი პროფესიონალიზმი. ასე ხელაღებით ყველაფრის იგნორირება ადვილია და ასეთი მიდგომა არის სპეკულაციური ხასიათის და პროვოკაცია, რომელსაც პოლიტიკური ნიშნები თან დასდევს.

ამ პრობლემაზე ბევრად მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ აქ არ არის მაგის ფორმატი.

სირცხვილია ქალბატონო ლია, ბოლომდე სიმართლეს რომ არ ამბობთ”,- წერს თამაზ ჩიხლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები