გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით 165 სტუდენტი გაემგზავრა

გერმანიაში, დღეს სპეციალური ჩარტერული რეისით, 165 სტუდენტი გაემგზავრა.

ახალგაზრდების ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტომ მოახდინეს.

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო აეროპორტში სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა გააცილა.

დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება. სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები