ინგოროყვას კლინიკის ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

თბილისში, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “კვირას” კლინიკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში.

„ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა სხვა სპეციალისტებით. კლინიკა შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში უკვე 1117 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 16 პაციენტი ემსხვერპლა, 917 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები