როგორია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა – მარინა ეზუგბაიას კომენტარი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მხოლოდ ერთ შემთხვევაშია უცნობი ინფექციის წყარო.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დადასტურებული 13 ახალი შემთხვევიდან – 3 პაციენტის ინფექციის წყარო არის “ლილოს ბაზრობა” , “ერთია გაჩიანის კლასტერიდან; 5 შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია; ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; 2 სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა მიმდინარეობს”.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 ივლისს 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა, თუმცა კლინიკაში კიდევ 3 პაციენტი მოათავსეს, გამოჯანმრთელდა 2 პირი და 25 ივლისის მდგომარეობით, საავადმყოფოში 39 დადასტურებული შემთხვევაა.

“ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რჩება ორი მძიმე პაციენტი, ორის მდგომარეობა სტაბილურია და არ პროგრესირებს, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ”,- განმარტა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1117-მდე გაიზარდა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები