საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო ერთ დღეში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში უკვე 1117 დადასტურებული შემთხვევაა.
შესაბამისი მონაცემი ცოტა ხნის წინ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება კიდევ 5-მა პაციენტმა შეძლო, ჯამში კლინიკებიდან 917 პაციენტია გაწერილი.
საქართველოში ვირუსს 16 პაციენტი ემსხვერპლა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება.