აგრარულ ბაზრებზე COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგი მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად “კოვიდ-19”-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ობიექტებს ამოწმებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი მიმდინარეობს.

მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

იმ ობიექტებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე და პრევენციისთვის შეუსაბამო ვითარება გამოვლინდა, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები