თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მერწმუნეთ, ყველას გეცოდინებათ ის, რაც თქვენ ინტერესებსაც დააკმაყოფილებს – დაუსჯელი არავინ დარჩება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიეწოდება.

მისივე თქმით, არის ნიუანსები, რაზეც წინასწარ არ გასცემს პასუხს.

„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის აბსოლუტურად ყველა ის მარშრუტი, რა გადაადგილებაც განახორციელა თამარ ბაჩალიაშვილმა თავისი მანქანით. ჩემი მოთხოვნაც არის, რომ პირველ რიგში, ეს ყველაფერი, ყველა მარშრუტი ჩემს მიერ იყოს გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე, ეს გარკვეულწილად ქმნის ნელ-ნელა სურათს. რაც მთავარია, ჩემი მოთხოვნები, ექსპერტიზები აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი, რაც უნდა ჩატარდეს და საკამოდ მოცულობითი ექსპერტიზების ჩამონათვალი არის, ყველაფერთან შემხებლობაში

მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრიორიტეტი. თუ გვინდა, რომ სამართლიანობას მივაღწიოთ, თუ გვინდა, რომ ყველანი დაცულები ვიყოთ, ამ ქვეყანაზე დაუსჯელობის სინდრომმა აღარ იარსებოს, ვერაგულობას და უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო, ვიცოდეთ ერთი რამ, ყველაზე დიდი ვერაგობა არის, როცა ინფორმაციები გაჟონავს და ყველა ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ, ყველას გეცოდინებათ ის, რაც თქვენ ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება და დაუსჯელი არავინ დარჩება. საზოგადოებას ეცოდინება ინფორმაცია ზუსტად ისეთი, რომ ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებულო, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს. რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, საქმეს ხელს ვერ შევუშლი.

კითხვის ნიშნები არასდროს არ ამოიწურება. კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი იქნება კარგად მაშინ, როცა ოჯახი სამართლიანობაში დარწმუნდება, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ენ რაოდენობით ადამიანები არიან დაკითხული, ენრაოდენობა ნიუანსები მაქვს ნანახი, ენ რაოდენობის ადამიანების ჩვენებების თაობაზე მაქვს ინფორმაციები, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ”,- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები