მიხეილ რამიშვილი: დღეიდან ვიწყებ გაცნობას მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებების, ვინც კი დაიკითხა, მეცოდინება რა მოტივაციით მიდის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების გასაცნობად, ამ წუთებში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებს პოლიციის შენობაში შესვლამდე განუცხადა, დღეიდან იწყებს მტკიცებულებების გაცნობას და ამის შემდეგ ეცოდინება, თუ რა მოტივაციით მიდის საქმე.

„გუშინდელი განცხადების შედეგად, პროკურატურამ დადგენილება მიიღო, რის შედეგადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. შესაბამისად, მოთხოვნილი იყო, რომ საქმის მასალები გაგვეცნო. ჩამოვედი, რომ საქმის მასალების გაცნობა დავიწყო. ამავდროულად 143-ე მუხლს დაემატა 115-ე მუხლი. დღეიდან ვიწყებ გაცნობას მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებების, ვინც კი დაიკითხა, მეცოდინება რა მტკიცებულებებია, რა მოტივაციით მიდის საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები