თბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები