გიორგი გახარია გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე: შს მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომასთან დაკავშირებით არ არის სერიოზული.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეები სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ასეთი რამ სერიოზულია? არ არის სერიოზული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები