საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ერთით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge გავრცელდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები