რამაზ პავლიაშვილი: უშუალოდ მინისტრთან მინდა შეხვედრა – 2-3 დღეში შეხვედრას შემპირდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც გარდაცვლილი ნიკა პავლიაშვილის მამამ, რამაზ პავლიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ დაპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში მათ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შეხვდება.

“უშუალოდ მინისტრთან მინდა შეხვედრა, მივმართე აქ კომპეტენტურ, პასუხისმგებელ პირს – საპატრულოს წარმომადგენელს, ჯოხაძეს ვესაუბრე. ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს და 2-3 დღეში შეხვედრას შემპირდნენ. დაგირაკავენ და შეგხვდებაო, ასე მითხრეს. მაქსიმუმ, ორშაბათამდე ვაძლევ დროს. მოვალ ორშაბათს და თუ არ შემხვდება, მერე, მე ვიცი. დღეს ამით შემოვიფარგლები”, – განაცხადა პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები