“19 ივლისიდან ვეძებთ 15 წლის ნინო ჯარიაშვილს, არ არის ისეთი ბავშვი, ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს”

“15 წლის ნინო ჯარიაშვილს ამ დრომდე ვეძებთ, არ არის ისეთი ბავშვი, რომ ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს”, – ამის შესახებ მოზარდის მამამ, გუგა ჯარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გოგონას 19 ივლისიდან ეძებენ.

“კვირა დღეს, 19 ივლისს გავიდა სახლიდან. დედამისმა რომ დარეკა, ბავშვი დაიკარგაო, ვუთხარი, რომ განაცხადი გაეკეთებინა. კვირა დღიდან ვეძებთ. ვისთანაც მეგობრობს, ყველა შემოვიარეთ. ყველა მეუბნება, რომ არაფერი იციან. ბავშვი ძებნაშია. პოლიცია ყოველდღე გვირეკავს და გვეუბნება, რომ ეძებენ.

არ არის ისეთი ბავშვი, რომ ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს. ჩემთან დადებითი ურთიერთობა ჰქონდა, ვმეგობრობდით. მითხრა, მივდივარ დედასთან და იმის შემდეგ ბავშვი არ მინახავს”, – განაცხადა მოზარდის მამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები