ლევან რატიანი: კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია

კორონავირუსის ახალი “შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ თუ ეს დასჭირდა სახელმწიფოს, კლინიკა მზადაა, გამართული ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ჩაერთოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“ ჩვენს ქვეყანაში ელიმინაციის სტადიაზე იდგა. ე.წ. პირველი ტალღა თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე დღეა, წამოვიდა ახალი შემთხვევები. ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა ნორმები. თუ ამ ნორმებს დავიცავთ, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება. ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლაში წარმოადგენდა ერთადერთ მძლავრ დაწესებულებას, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში გაიარა თითქმის ყველა მძიმე პაციენტმა. ამ ეტაპზე, კლინიკა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ თუ ეს დასჭირდა ჩვენს სახელმწიფოს, კლინიკა მზად არის, გამართული ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ჩაერთოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები, რაც ვირუსის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები