საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 911-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები