გიორგი მიქაძის ექსკლუზიური პროექტი – „ქართულ სიმღერათა კრებული“

24 ივლისს, 21:00 საათზე, „რესპუბლიკის“ ტერასაზე გიორგი მიქაძის საავტორო ექსკლუზიური პროექტის – „ქართულ სიმღერათა კრებულის“ წარდგენა გაიმართება.
მუსიკოსთან ერთად სცენაზე დაუკრავენ: მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და ჯორჯ მელი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო
მიხეილ ჯაფარიძე – კონტრაბასი
ჯორჯ მელი – დასარტყამი ინსტრუმენტები

პროექტ “GEORGIAN  SONGBOOK”-ის პრეზენტაცია შედგა 2017 წლის 20 დეკემბერს, ნიუ-იორკში, Yamaha-ს არტისტცენტრში, პრეზენტაციას უამრავი ქართველი ემიგრანტი დაესწრო. მას შემდეგ  „ქართულ სიმღერათა კრებული“ კიდევ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში შესრულდა.
„თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვგეგმავდი კონცერტის ჩატარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და გეგმები შეცვალა“, – ამბობს მუსიკოსი.

კარის გახსნა: 20:00
პროექტის მხარდამჭერები არიან: „თიბისი სტატუსი“ და კომპანია Yamaha-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში: Yamaha Music Georgia; www. yamaha.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები