თამრიკო ჭოხონელიძის მასტერკლასი

23 ივლისს, 16:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლში, კულტურის სახლთან არსებული საესტრადო ანსამბლისა და ხელოვნების სკოლა „მი რე ლას“ მოსწავლეებისათვის მასტერკლასს ჩაატარებს მომღერალი და მუსიკოსი  თამრიკო ჭოხონელიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მასტერკლასის მიზანია, მომავალი თაობის მუსიკალური განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
მასტერკლასის დამთავრების შემდეგ კულტურის სახლის ფოიეში ჩატარდება კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები