ახალქალაქის ექვს სოფელს ქართული ბიბლიოთეკები აქვს

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი წიგნადი ფონდის განახლებას, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ბიბლიოთეკები საერთოდ არ არის – ახალი ბიბლიოთეკების მოწყობას. ამჯერად ახალქალაქის ექვს სოფელში: აბულში, თახჩში, ბუზავეთში, აზმანაში, აფნიაში, გოგაშენში ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო.

„ეს არის ახლა ჩემი მთავარი ვნება და საქმეც: განათლების გავრცელება.
ვივლით ყველგან, მთასა და ბარში, უშორეს სოფლებში, სკოლებში, სადაც ორი მოსწავლე ჰყავთ. ვივლით მტკიცედ.
აი, აქ, ამავე გვერდზე ათასზე მეტი სოფლის მოვლის ამბავი იყო – შემოვიდნენ ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები და გაანადგურეს. ამბები გაანადგურეს, ბიბლიოთეკები – ვერა. ჰოდა, ისევ ვიწყებთ ამბების თხრობას. ამჯერად, ჯავახეთი. ახალქალაქის ორ სკოლასა და ექვს სოფელში ბოლო ხუთ დღეში ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ: აბული, თახჩი, ბუზავეთი, აზმანა, აფნია, გოგაშენი“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერები არიან: „გალფი“, „ლაგი“,  „ევროკავშირი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები