სოფო კილაძე: “ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის, მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილს

“8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის.

„8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება და თუ რაიმე კითხვა აქვს სამართალდამცავ უწყებებს, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

ჩვენ ვიცით, თუ რამდენად გახმაურებული და მძიმე საქმე იყო ბუტა რობაქიძის საქმე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება” არავის დევნის პოლიტიკური ნიშნით, მით უმეტეს ბატონ ოქრუაშვილს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები