გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, განახლებული ექსპოზიციით, დღეს გაიხსნება

დღეს, 16:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზეც განაცხადა:

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად დამთვალიერებელს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. ყველა სამუშაო დასრულებულია. განახლებულია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვარიელებელს დღეს, 16:00 საათიდან უკვე უმასპინძლებს“, – განაცხადა კალაძემ.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წლის 22 ივლისიდან კი – მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „იკომის“ უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით მიიღებს.

მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები