„ქართველი ლამაზმანის“ პირველი გამოცემა ნაპოვნია

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის შესახებ წერს, რომელსაც უპოვია კარლო გოლდონის ტრაგიკომედიის „ქართველი ლამაზმანის“ პირველი გამოცემა, რომელიც 1761 წელს ვენეციაში დაიდგა.
„ქართველი ლამაზმანი“ – კარლო გოლდონის 5-მოქმედებიანი ტრაგიკომედია, რომელიც 1761 წლის დეკემბერში ვენეციის სან ლუკას თეატრში დაიდგა და მაყურებელთა შესაშური ინტერსი დაიმსახურა.
კომედიის შინაარსის მიხედვით: ტირანი მეფე დადიანი, რომელიც ერთ გვირგვინქვეშ საქართველოს გაერთიანებას ცდილობს, ომს უცხადებს გურიის თავად „ბაჰარატს“ (ბაჩარატს), რომელმაც დაივიწყა ვალდებულება ხარკის სახით სპარსეთის მეფისათვის 100 ქალწული გაეგზავნა, ამ შეცდომის სანაცვლოდ ბაჰარატმა დადიანს საკუთარი მშვენიერი ქალიშვილი თამარი შესთავაზა, ამ უკანასკნელმა კი წარმოქმნილი უთანხმოება გონიერებითა და სიმშვიდით მოაგვარა.
ამ ამბავს ალბათ დიდხანს ვერ გავიგებდი, რომ არა ჩემი მეგობარი და მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანი, რომელმაც უკვე იპოვა ამ უნიკალური ტრაგიკომედიის პირველი გამოცემა, ისიც ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად იყიდის და ჩამოიტანს საქართველოში! არჩილ, მეამაყები, ძმაო“! – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები